LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და რას იტყუება შაქარაშვილის საქმეში: კორონავირუსით დაინფიცირებული მოწმე და „ქუჩურ მენტალიტეს“ შეწირული ჩვენებები

3169
page

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას უმრავი კითხვა აქვს.

რატომ, ვინ და როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი?

იმედია, საქმეს მალე გამოიძიებენ და ყველა კითხვაზე პასუხი გვექნება. მანამდე კი საზოგადოებას უამრავი ეჭვები უჩნდება.

10-ტომიან საქმეში, „ოქროს მოწმის“ 4-ჯერ შეცვლილი ჩვენებაა. ჩვენებებს სხვა მოწმეებიც ცვლიან.

„ოქროს მოწმემ“ ჩვენება 4-ჯერ შეცვალა: გაათავისუფლებენ თუ არა სპორტსმენებს  

გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე შეცვლილი ჩვენებების მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა „ქუჩური მენტალიტეტი“ იყოს.

„შეცვლილი ჩვენების ერთი ყველაზე საფუძვლიანი ვერსია შესაძლოა ზეწოლა იყოს, ხოლო მეორე, შესაძლებელია იყოს ზოგადად არსებული ის ძალიან მძიმე მენტალიტეტი, რაზეც ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლოა, ვიღაცამ ზეწოლა კი არ განახორციელოს, მაგრამ ბავშვი მოექცეს ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ. მაგალითად ის, რომ არ არის „კაი ბიჭობა”, რომ ვიღაცას ხელი დაადო და შენი ჩვენებით დაიჭირონ. ბუნებრივია, მან დაადო ხელი პირველი ჩვენებით და შესაძლოა, ვიღაცამ ამის რეაბილიტაცია მოინდომოს. როგორც წესი, გამოძიებაში პირველად მიცემული ჩვენებები ბევრად რეალურია, ვიდრე მომდევნო“, – ამბობს ნიკოლაძე.

ჩვენებები ერთად ერთი არაა, რამაც შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს. მცხეთაში, ცემის შედეგად დაშავებულები მალავენ მომხდარს და ამბობენ, რომ დაზიანებები სხვაგან მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აგარაკზე ცივი იარაღით დაჭრეს გიორგის სამი მეგობარი, რომელებიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ-ერთს სახეზე და ყურზე ღრმა ჭრილობები აქვს, მეორეს კი შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვს ბარძაყის არეში.  ყველა მათგანი უკვე გაწერილია საავადმყოფოდან. ერთ-ერთია გიორგი ქათამაძე, რომელმაც ექიმებსაც და სასწრაფოს ექიმსაც განუცხადა, რომ ველოსიპედიდან გადმოვარდა.

ის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. გიორგი ქათამაძე, გამოძიებამ ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს გამოკითხა. თუმცა, როგორც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ათტომიანი მასალებიდან ირკვევა, გამოძიებას გიორგი ქათამაძის გამოკითხვა  19 ან 20 ივნისსვე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ გამოძიებას ამის უფლება ექიმმა არ მისცა.

საქმეში დევს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ექიმის, მარეხ ბექაიას მიერ ხელმოწერილი და 20 ივნისით დათარიღებული ცნობა, სადაც ის გამოძიებას დაშავებულის გამოკითხვის უფლებას არ აძლევს. მიზეზად დასახელებულია შესაძლო კორონავირუსით ინფიცირება:

„ავადმყოფს შემოსვლისას აღენიშნებოდა ცხელება. ამ ეტაპზე, აღებულია ცხვირ-ხახის ნაცხი, ვინაიდან COVID-19-ით არის ვერიფიცირებული, კონტაქტების თავიდან აცილების მიზნით, ავადმყოფის დაკითხვა არ შეიძლება“, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

კითხვებს იწვევს ისიც, რომ პროკურატურამ საქმიდან 6 წუთი ამოჭრა. კადრებში ჩანს, როგორ გარბის შემთხვევის ადგილიდან დიჯეი კოკა ღიბრაძე. საოცარია, რომ მან არსად დარეკა და არავის უთხრა, რა მოხდა დაბადების დღის შემდეგ.

აშკარაა, რომ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებზე დევნა განხორციელდა. საოცარია, რომ გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა გური ამირხანაშვილმა ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მისი თბილისში ძალით წამოყვანა არ მომხდარა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ უკვე ძნელი იქნება სიმართლის დადგენა. მხოლოდ ერთი იმედი რჩება – ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენს გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიღებული თუ გარდაცვალების შემდეგ. ექსპერტიზას დასკვნის დასადებად 2-3 კვირა სჭირდება.

19 წლის ფეხბურთელი გოგოს სიყვარულს შეეწირა? – რას ამბობს ბიძა

ფეხბურთელის საქმე თავდაყირა დგება: ვის ეკუთვნის არაგვთან ნაპოვნი წინდები და არსებობს თუ არა გარდაცვალების კადრები

„მაგრად უნდა ვიგულაოთ“: რა ხდებოდა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე – ვიდეოკადრები შაქარაშვილის საქმიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები