LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლის ფეხბურთელი გოგოს სიყვარულს შეეწირა? – რას ამბობს ბიძა

104753
2222

„მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სკანდალური განცხადება გააკეთა.

გვარამია სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მცხეთაში დაპირისპირება გოგონას გამო დაიწყო.

სანდო წყარო გვარამიას უყვება, რომ გოგონას, რომელიც ჩიქოვანს უყვარდა, შაქარაშვილის შეყვარებული იყო და იმ ღამეს საჩხუბრად ამოყვანილმა ბიჭებმა შაქარაშვილი ამის გამო დასაჯეს.

„მე ვისაუბრებ იმას, რაც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი. ჩიქოვანს ჰქონდა სპეციფიური ინტერესი შაქარაშვილის მიმართ, იმიტომ რომ გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი და ჩიქოვანი იყო „ოფსაიდში”.

აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო. ჩიქოვანის მიერ ამოყვანილი ხალხი სპეციფიურად სჯის შაქარაშვილს, მათი მთავარი ინტერესი არის შაქარაშვილი და არავინ სხვა. ეს ინფორმაცია მაქვს იმ წყაროსგან, რომელიც შეუძლია მარტივად დაადგინოს გამოძიებამ და იპოვოს ოჯახში”, – განაცხადა გვარამიამ.

გავრცელებული ინფორმაცია უარყო გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.

postv-ის ეთერში მირიამ ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მცდელობა აქვს საქმის პოლიტიზირებას, რაც ძალიან არასწორი საქციელია.

ნიკოლაძე ამბობს, რომ დროებით წყვეტს ჟურნალისტებთან ურთიერთობას, რადგან შეუძლებელია, დღის განმავლობაში უამრავი ჟურნალისტისთვის კომენტარის მიცემა.

საბედისწერო სადღეგრძელო: რის გამო იჩხუბეს და რა გახდა ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი

ვიდეო: 19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო საბედისწერო წვეულებიდან

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

წუთიერი დუმილი და შავი ლენტები: შაქარას თამაშის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g