„კურიერმა“ მოიპოვა ინფორმაცია, თუ რა დაზიანებები ჰქონდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს. საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან.
ირკვევა, რომ 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე ჰქონდა 10-მდე დაზიანება. მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე.
გავრცელდა იმ ხელკეტის ფოტომასალა, რომლითაც ახალგაზრდებმა დაზიანებები მიიღეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოები 22 ივნისით არის დათარიღებული.
ფაილი 60 ფოტოს მოიცავს, ფოტომასალებიდან ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.
შაქარაშვილის სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.
11-12 ტომში განთავსებულ ფოტოებში არის იმ რკინის მილის ფოტო, რომელსაც ნიკა ჟვანია ფლობდა და ამას ჩვენებაშიც ამბობს. ნივთმტკიცებულებებს შორის არის ასევე კრამიტები.
სხეულს დაზიანებები მდინარეში მოხვედრამდე აქვს მიღებული თუ მას შემდეგ, ამას პასუხს მიმდინარე კვირას გავიგებთ, რომელიც მიმდინარე კვირას წესით უკვე ცნობილი უნდა გახდეს.
გავრცელებული ინფორმაცია უარყო გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ რომელიც ამბობს, რომ მსგავსი დაზიანებები გიორგის არ ჰქონია.
მისი თქმით, შაქარაშვილს არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია. გავრცელებული სიუჟეტის შემდეგ, კი ფეხბურთელის დედა ცუდად გახდა. ბიძის თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დედამისი, ცუდად გახდა.
„ბავშვის გარდაცვალებაზე მეტად, სკანდალები და რეიტინგები აღელვებთ. მე არ მინახავს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, მითხრა. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონდა გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქოდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფრმაცია, თითქოს მოცლილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამეს მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.