ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზდა მამაკაცი დააკავეს. ამ წუთებში სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. სპეცოპერაცია დადიანის ქუჩაზე მიმდინარეობს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
რადიო “ათინათის” ინფორმაციით, დაკავებული დაჯგუფება “ტყის ძმების” ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას შვილია.