LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ათას სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი და განახლებული მეორე კორპუსი: რა სიახლეები ელით თსუ-ს სტუდენტებს

1091
82417802-10157185018672233-7649383442008749076-o

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში კვლავ მოხვდა და კავკასიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა, გრანდიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

უნივერსიტეტი, რომელზეც არჩევანს სწავლის გასაგრძელებლად ყოველი მესამე აბიტურიენტი აკეთებს, წელს სტუდენტებს ბევრი სიახლით ხვდება.

როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნავს, ამ ეტაპზე გრანდიოზული მშენებლობა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მიმდინარეობს.

“ახალ სასწავლო წელს, თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. გრანდიოზული მშენებლობა მიმდინარეობს მეორე კორპუსში, რომელიც მოცულობით პირველი კორპუსზე ორჯერ დიდია. ვფიქრობ, სექტემბრისთვის კორპუსის ნახევარი გარემონტებული იქნება და თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საშუალებას მოგვცემს, სწავლას, ყველა წესის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში დავიწყებთ”, – აცხადებს გიორგი შარვაშიძე.

რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბევრი, მათ შორის სოციალური სივრცე უკვე განახლდა, გაიხსნა კვების ობიექტები, ასევე 700 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი. მისი ვარაუდით, უკვე 2023 წლისთვის ყველა სასწავლო და კვლევითი სივრცე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე განახლდება.

გრანდიოზული მშენებლობა იგეგმება მაღლივი კორპუსუსის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც 3 000 ადამიანზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი განთავსდება. ქალაქში არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ სპორტული ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტებიც განთავსდება.

როგორც თსუ-ს რექტორი აღნიშნავს, ეს იქნება კავკასიაში ყველაზე დიდი და ყველაზე კომფორტული სივრცე.

magti 5g