LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტაივანის აეროპორტი მოგზაურობას მონატრებულ ტურისტებს ვირტუალურ ფრენას სთავაზობს

118
flight-nowhere-1024x570

სახლებში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ მოგზაურობას „მოშიებულმა“ ტაივანელებმა აეროპორტს მიაკითხეს, თვითმფრინავში მოკალათდნენ და ფრენის ბედნიერება გაიხსენეს.

ფრენები მარტის თვიდანაა აკრძალული და აეროპორტში უცნაური ატრაქციონის დაწყება ცოტა ხნის წინ გადაწყდა. შეიქმნა რეისი „არსაითკენ“, რომელსაც უამრავი მგზავრი გამოუჩნდა.

მოგზაურები აეროპორტში მიდიან, საპასპორტე კონტროლს გადიან, ბილეთებს არეგისტრირებენ და გეითთან ჩასხდომას ელოდებიან. ამის შემდეგ კი თვითმფრინავში ადიან და თავის ადგილს იკავებენ.

ნოსტალგიური ტური აეროპორტის მენეჯმენტმა მოგზაურობას მონატრებული ადამიანებისთვის შექმნა.

ივენთი გასულ თვეს დაანონსდა და მასში მონაწილეობის სურვილი 7 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით პირველი „რეისისთვის“ 60 ადამიანი შეირჩა, დანარჩენები კი შემდეგ „ფრენებში“ მიიღებენ მონაწილეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g