LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომის მთა გამორჩეულ კურორტად განვითარდება – მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

609
20200703160643

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამიერიდან, მთის სტატუსით ისარგებლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარე დაბა გომის მთა – მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

შეგახსენებთ, გომის მთას დაბის სტატუსი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში მიენიჭა. დაბის სტატუსის არქონა არ იძლეოდა გომის მთისთვის არც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და არც უკვე შემუშავებული გენგეგმის დამტკიცების შესაძლებლობას.

გატარებული ცვლილებები მისცემს საშუალებას გომის მთას, დროთა განმავლობაში, გამორჩეულ კურორტად განვითარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g