LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ასე გამოიყურება დღეს გაგრაში მდებარე სასტუმრო “საქართველო”

1695
page

ფეისბუქ გვერდი “აფხაზეთი”, გაგრაში მდებარე ულამაზესი სასტუმრო-სანატორიუმის “საქართველოს” ფოტოებს ავრცელებს.

ფოტოებში ჩანს, რომ პოპულარული სასტუმროს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ ის მაინც საოცრად ლამაზია.

ადრე აქ პარტიული ელიტა ისვენებდა, ახლა კი მასში ღამურები ბუდობენ და თანდათან ნადგურდება.

გაგრა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და პოპულარული ქალაქი იყო. კლიმატი და გარემო აქ დასვენების შესანიშნავ პირობებს ქმნიდა.

პირველად გაგრა წითელი არმიის ხელში 1921 წლის 21 თებერვლიდან აღმოჩნდა.

ლენინის სპეციალური დეკრეტით გაგრა „საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამკურნალო ცენტრი“ გახდა. ქალაქში გაიხსნა მალარიის საწინააღმდეგო ცენტრი.

30-იანი წლებიდან გაგრა მთელი წლის კურორტი გახდა. აშენდა მეტეოროლოგიური სადგური. დაიწყო სანატორიუმების აგება, ქუჩების კეთილმოწყობა. 1921-41 წლებში აფხაზეთის კურორტების კეთილმოწყობაზე სულ 40 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაგრა ფრონტისპირა ქალაქი გახდა და ყველა სანატორიუმი ჰოსპიტლად გადაკეთდა. ომის შემდეგ კურორტის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღევანდელ სახეს უკვე 1970-იან წლებში იღებს ერთ-ერთ უდიდესი სანატორიუმის „კავკასიონის“ აშენებით. ამ პერიოდში ახალ გაგრაში თერმულ-მინერალური წყალი აღმოაჩინეს და ბალნეოლოგიური კომპლექსი გახსნეს.

1992 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე, ქალაქი კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები