მსახიობი სანდრო მიკუჩაძე და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. სანდროს წასვლის მიზეზზე, თამუნამ „პროფილში“ ისაუბრა: “როცა გავიგე ნაშვილები ვიყავი, სოფლიდან სოფელში დედის მოსაძებნად, ექიმიდან ექიმთან დავდიოდი, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, რთული გასაძლები ვიყავი, ბანაობის დროს ვტიროდი, სანდრო დაიღალა და წავიდა“ – განაცხადა მუსერიძემ.
როგორც ჩანს, სანდრო მიკუჩაძემ ახალი სიყვარული მალე იპოვა. მან სოციალურ ქსელში ანასტასია ზაზაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. სანდროს ფოტოები გამოაქვეყნა ინსტაგრამზე თავად ანასტასიამაც. (ვრცლად…ფოტოები)