ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, პრეზიდენტის სასახლესა და დიპკორპუსის შენობებთან ახლოს.
„ბომბი მანქანაში აფეთქდა, გერმანიის საელჩოსთან ახლოს. იქვე არის სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებების შენობებიც. რთულია თქმა, ვინ იყო თავდასხმის ობიექტი,“ – ამბობს „როიტერთან“ ქაბულის პოლიციის წარმომადგენელი.
ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 80 ადამიანია გარდაცვლილი, დაჭრილების რაოდენობამ კი 300-ს გადააჭარბა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლები რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაც დააზიანა.
ცენტრალური მოედანი პოლიციის ალყაშია.