პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ „ფეიქსბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც “ქართული ოცნება” საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ორშაბათს, 20 ივლისს ხსნის.