ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯაია სამ თანამოაზრესთან ერთად რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობას აპირებს. ამის გამო მან სამსახური დატოვა, ასევე სამი თვით აპირებს, საყვარელ შვილთან გამომშვიდობებას და საზოგადოებას სთხოვს, მოგზაურობის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
მარიამი აღნიშნავს:
„მე მოგიყვებით ერთ ამბავს…
4 ნიჭიერი ადამიანი შევიკრიბეთ – Travel Junkies. 9 ქვეყნის მოვლა გადავწყვიტეთ, ვადად 3 თვე ავიღეთ და არასაკმარისი ბიუჯეტით ვიწყებთ ოცნების ასრულებას. 2 კვირაში მივდივართ!
ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარი „კუსტარული“ მაგრამ ზე-რეალური რეალითი-შოუ… მძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალის-დაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის…
ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მე სამსახური დავტოვე (გუშინ), ვტოვებ უძვირფასესს – შვილს, მეგობრებსაც, ჩემს კომუნასაც და კომფორტის ზონასაც. ჰო, კიდევ ყვავილებს ვტოვებ, 23 ცალ შვილს… ჩანთას ვალაგებ და მივდივარ.
სომხეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია – მანტრასავით ვიმეორებთ ბოლო დღეებია.
და ვართ დიდ სამზადისში რეალითი შოუს 4 მონაწილე,
და აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა!
ყველანაირი დახმარება და ხელის წაშველება გვინდა: სპონსორიან – თითო ადამიანისგან 2-3-5-10 ლარიანად…. იმიტომ, რომ ხელში გვიჭირავს მხოლოდ სამოგზაურო მოტივაცია, ზუსტი გეგმა და მცირე თანხა, რაც მხოლოდ წასასვლელად მომზადებაში შეიძლება დაიხარჯოს.
მოტივაცია ჩვენი დახმარების არის სხვადასხვა :
სპონსორებისთვის – რეკლამა, ორგანული მარკეტინგი 😉
მომავალი მოგზაურებისთვის – უზუსტესი travel guide, რომ თუკი ოდესმე მთელი ამ გზის, ნაწილის თუ მონაკვეთის გავლა ენდომება, სახელმძღვანელო ექნება;
არ-და-ვერ მოგზაურებისთვის – ვისაც უბრალოდ სურვილი არ აქვს თვითონ გადახდეს თავს ან ფიქრობს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ აინტერესებს რეალური თავგადასავლების შორიდან დაკვირვება
ან მეგობარი ხარ, არა-მეგობარი ხარ, კეთილისმყოფელი ხარ, სხვისი გახარება გინდა…
გვჭირდება ყველაფერი, ანუ რამე, რაც შეგიძლია – anything can help… 5 ლარი, ფანარი, ფანდრაიზინგ წვეულების მოწყობა, კარავი, ინტერნეტი…
მართლა 5-10 ლარიც გვშველის – აი, რომ ავიღოთ ჩემი ბოლო ფოტოს დამლაიქებლების რაოდენობაზე გამრავლებული 😁
ამ ამბის გაზიარება, ხმის გაგდება და ინფოს გავრცელებაც დიდი მადლია…“