LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზიდან სპეციალისტები ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზისთვის ჩამოვიდნენ

99
chiatura

ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოს დასრულების მიზნით, საქართველოში ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები ჩამოვიდნენ.

უწყების ცნობით, მშენებლობის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, საბაგირო გზებისა და სადგურების სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს. ბოლო ეტაპის დასრულების შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.

ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობაზე მომუშავე ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები სამშობლოში მარტში Covid-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო დაბრუნდნენ, ბიზნესვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ კი საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ. ისინი საბაგირო გზის მშენებლობაში დღესვე ჩაერთვებიან და  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი წესით, 14 დღის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g