აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევასთვის დაცვის დანიშვნის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. მუსტაფაევა დღეს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც დაცვის სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა. მისი თქმით, იმსჯელეს მისი ოჯახის, მისი შვილის უსაფრთხოების ტექნიკურ საკითხზე .
ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, დაცვის ღონისძიებები ასევე განხორციელდება ორი მოწმის მიმართ, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ.