LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ უხსენებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებული იყო”- რა ვერსიები აქვს დაკარგული მოზარდის დედას

415
BeFunky-collage (2)

“ჩემ შვილს არ უხსენებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებელი იყო”, – ამის შესახებ სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედამ, ქსენია ფილფანმა “ფორმულასთან” საუბარში განაცხადა.

დედა გაუჩინარებამდე შვილთან დაკავშირებულ დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ ბავშვი მამასთან და ბებიასთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა. თავად კი დუბაიში იმყოფება და ფრენების არარსებობის გამო საქართველოში ვერ ჩამოდის.

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

ქსენია ფილფანი ამბობს, რომ ბავშვი მოწყენილი იყო, რაც დედის განმარტებით, ენის არ ცოდნის გამო ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარების სირთულეში გამოიხატებოდა.

“ახლა დუბაიში ვარ. ჩემი შვილი დაკარგულია და კარანტინის პირობებში დაკეტილი საზღვრების გამო ვერ ჩამოვდივარ. არ არის რეგულარული ფრენებიც. მინდა, ახლა მანდ ვიყო და ჩემს მეუღლესთან ერთად ვეძებდე შვილს. ილიას არ უთქვამს, რომ სადმე უნდოდა. ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია, მაგრამ ნებისმიერი რამ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ახლა მხოლოდ ვერსიები თუ გვექნება

არანაირი დამადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ რაიმე კონკრეტული ვიცოდეთ. ჩემ შვილს არ უხსენებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებული იყო. მხოლოდ ის უნდოდა, ერთმანეთი მალე გვენახა. ეს ბუნებრივია, რადგან დიდი ხანია, არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. მეც ძალიან მინდოდა მისი ნახვა.

ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ სვანეთში მოიწყინა. იქ მეგობრები არ ჰყავდა. იქ მამასთან და ბებიასთან ერთად იყო. ქართული ბავშვმა არ იცის. ადგილობრივ ბავშვებთან ვერ თამაშობდა. მეტ დროს ბებიასთან და ძაღლებთან ერთად ატარებდა”, – განაცხადა ფილფანმა.

სვანეთში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g