დედოფლისწყაროში გაუჩინარებულ ორი მოზარდიდან ერთ-ერთი პოლიციამ თბილისში იპოვა. ჯერჯერობით უცნობია მეორე მოზარდის ადგილმდებარეობა.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ბიჭების კვალი სოფელ ხორნაბუჯიდან გაქრა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თბილისში, ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ.