LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილი: “ვინც super bowl-ზე გამოყვანას დამპირდა, აფერისტი აღმოჩნდა…”

377

სალომე კორკოტაშვილმა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მიწვევით ღონისძიებაზე ამერიკის ჰიმნი შეასრულა. მისი თქმით, მას ამ შესრულების შემდეგ super bowl-ზე გამოსვლის ორგანიზებას დაჰპირდნენ. სალომეს ეს ნათქვამი ბევრმა სააგენტომ აიტაცა, ზოგიერთმა კი ეჭვი შეიტანა, ვინაიდან ამ ღონისძიებაზე ამერიკის ჰიმნს ამერიკელი ტოპვარსკვლავები ასრულებენ ხოლმე.

ახლახნ სალომემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს.

“სამწუხაროდ, ამერიკელი ივენთ მენეჯერი, ვინც დამპირდა Super Bowl ზე მონაწილეობის მიღებას, აფერისტი აღმოჩნდა. არავითარი კონტაქტი არ აქვს ორგანიზატორებთან. გული მწყდება, რომ ხალხი ასე იტყუება და იმედს აძლევს მუსიკოსებს. უნდა გავითვალისწინო რომ ამ ბიზნესში ყველას უყვარს ბევრი ლაპარაკი და ამ დროს სიმართლეს ცოტას გეუბნება. ვწუხვარ, რომ ესე მოხდა 😞”

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=532248977165953&id=100011425671562

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g