LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლი” ახალაღმოჩენილ ტურისტულ ობიექტებზე სტუმრობის მსურველებს, დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება

81
11

იმოგზაურე ვისოლთან ერთად პროექტის ფარგლებში, შიდა ტურიზმის მხარდამჭერი, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით, ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. ვისოლი პროექტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს.

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ მრავალწლიანი კამპანიაა. რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს გვსურს ძირითადი აქცენტი საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებაზე გავაკეთოთ და დავეხმაროთ იმ მცირე ზომის საოჯახო ტურისტულ ობიექტებს, რომლებიც განსაკუთრებულად დაზარალდნენ პანდემიით. მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად მხოლოდ შემომყვან ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ჰქონდათ და მეტწილად უცხოელი ტურისტების ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებულნი.  შესაბამისად, მათი ცნობადობა დაბალია ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე და მათ არც შესაბამისი რესურსი გააჩნიათ, რომ მოერგონ ახალ რეალობას და დაგეგმონ შიდა ტურისტებზე გათვლილი კომუნიკაცია. „ვისოლი“ საკუთარი რესურსებით მათ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას სთავაზობს და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად, საქართველოში ახალაღმოჩენილ ტურისტულ ობიექტებზე სტუმრობის მსურველთ, დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება“, – აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„მხატვრის სახლი“ ქვემო ქართლში, „ოტიას ეზო“ იმერეთში, ეთნო სოფელი “სისატურა” სამეგრელოში, მუსხის სკოლა მუზეუმი უძველესი ხალიჩა-ფარდაგებით სამცხე ჯავახეთში, მარანი-მუზეუმი „ნუმისი“ კახეთში, „ასლანიკაშვილების მარანი“ ლეჩხუმში, სოფელი-მუზეუმი გოგოლათი რაჭაში, სასტუმრო „უშგული“ სვანეთში, ციხე მარანი „შარამანი“ შიდა ქართლში, შოთა არაბულის სასტუმრო ხევსურეთში – არიან პროექტის ბენეფიციარები. ვისოლის მხარდაჭერით, შერჩეული ტურისტული ცენტრების ცნობადობის შესაქმნელად, საქართველოს მასშტაბით გამოჩნდება ბილბორდები, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდება მათ შესახებ საინტერესო ისტორიები და სტუმრობით დაინტერესებულ პირებს ტურისტული კომპანიები Georgian Travel Group და Living Roots მოემსახურებიან.  პროფესიული ფოტოგადაღება, რომელიც ვისოლმა პროექტის ბენეფიციარებს მოუწყო, მათ მიმზიდველ ფოტობაზას შეუქმნის, რომელსაც ისინი შეხედულებისამებრ გამოიყენენებ. კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი პროფესიულ კონსულტაციებს გაუწევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ მცირე ბიზნესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g