კალიფორნიაში მასიურ ტყის ხანძარს ებრძვიან, რის გამოც ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ ნაწილიდან 8 000-მდე ადამიანია ევაკუირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძარი Cherry Valley-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ ბიუმონტთან ახლოს გაჩნდა და დაახლოებით 8 302 ჰექტარ ტერიტორიას მოედო.
ხანძარს 1 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. აშშ-ის სატყეო სამსახურის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ხანძარი უხეშ რელიეფზეა გავრცელებული, მეხანძრე-მაშველებს მასთან გამკლავება უჭირთ.ცეცხლის გავრცელებას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა უწყობს.
„არ გვსურს, მეხანძრე-მაშველები სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,“- განაცხადა სატყეო სამსახურის პრესსპიკერმა ლიზა კოქსმა.