LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამობის ტესტის ჩასატარებლად, სალვადორ დალის სხეულს გაკვეთენ

111

მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილი ესპანელი მხატვრის ცხედარს ექსჰუმაციას ჩაუტარებენ. პროცედურა მამობის ტესტის დასადგენად ჩატარდება.

1956 წელს დაბადებული ესპანელი ქალი, მარია პილარ აბელ მარტინეზი აცხადებს, რომ სალვადორ დალი მამამისია. მისი თქმით, 1955 წლამდე დედამისი მხატვრის დამლაგებელი იყო.

ანალიზის ჩასატარებლად, მხატვრის ბიოლოგიური ნიმუშები არ არსებობს, შესაბამისად პროცედურა გარდაუვალია.

მარია პილარ აბელ მარტინეზი ტაროს კარტზე მკითხაობს და სალვადორ დალის შვილობაზე პრეტენზია პირველად 2015 წელს გამოთქვა.

თუ ტესტი დაადასტურებს რომ მარტინეზი სალვადორ დალის ქალიშვილია, ის მხატვრის გვარსა და ქონებას მიიღებს.

სურეალისტი მხატვარი ესპანეთში 1989 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მეუღლისგან შვილები არ ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები