LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მიგნებაა, რომ იმ ცნობილ ფოტოზე, არ ყოფილა თურმე ელენე დარიანი და ბოროტმოქმედმა მუზეუმმა ლამაზი ქალის ფოტო მივაკუთვნეთ “უნიჭო” დედაკაცს – ლაშა ბაქრაძე

560
fortuna.ge (38)

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ელენე დარიანის გარშემო ატეხილ მორიგ სკანდალზე წერს.

ელენე დარიანი ფოტოზე, რომელიც ანაპაშია გადაღებული, ბევრმა სალვადორ დალის მეუღლედ აღიქვა.

პლაშა ბაქრაძე ფოტოს გადაღების ისტორიაზე წერს.

„ანტიდარიანული ფსიქოზი ახალ მწვერვალებს იპყრობს.

ახალი მიგნებაა, რომ იმ ცნობილ ფოტოზე, პლაჟზე რომაა გადაღებული, არ ყოფილა თურმე ელენე აღბეჭდილი.
ჩვენ, ბოროტმოქმედმა მუზეუმმა, ეს ლამაზი ქალის ფოტო, ძვირფას მკვლევართა აზრით, მივაკუთვნეთ ამ „უნიჭო“ დედაკაცს. მადლობა, რომ პირდაპირ ბოზს ან ჩათლახს არ წერთ.

სოსო სიგუას უხუმრია – ეს სალვადორ დალის ცოლი გალააო და არის დიდი აღფრთოვანება და მიდის დიდი შედარება გალას და ამ ფოტოზე გამოსახული ქალის. მუწუკებსაც კი აკვირდებიან.

ლაშა ბაქრაძე: წიგნები გადავეცით, შეცდომები ვაღიარეთ, ვაპირებდით გასწორების ფურცლის დართვას, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩდა

არსებობენ სხვა კანდიდატებიც.

წერენ იმასაც, რომ ფოტო სადღაც „ზაგრანიცაშია“ გადაღებული და ვიღაცას უნახავს კიდეც სადღაც ინტერნეტში „ორიგინალი“. ოღონდ ის მპოვნელი ჯერ ვერ უპოვიათ. აბა საბჭოთა კავშირში ასე ლაღად ვერ იქნებოდა ხალხიო კვერს უკრავენ ერთმანეთს, ეს სხვა დროს საბჭოეთზე მგლოვიარენი.

ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს მიაკუთვნეს – შეცდომის „ავტორი“ ავადაა – რას გეგმავს კულტურის სამინისტრო
ერთი ამერიკაში წასული ქალბატონი აღშფოთებული წერს „ზედ სხვისი ხელით მიწერილი აქვს „ელენე დეიდა“. აბა ელენე თვითონ ხომ არ მიაწერდა ელენე დეიდაო?

დიახ, სხვისი (არა ელენეს) ხელია – ელენეს დისშვილის მარინა მხეიძის მინაწერია.
ქალბატონი მარინა, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა, მაგრამ იყო 2013 წელს იმ “ავადსახსენებელი” გამოფენის გახსნაზე, ეს და სხვა ფოტოები და დოკუმენტები დაათვალიერა და ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ახლა, შვებით ნუ ამოისუნთქავთ, ქალბატონი მარინა რომ გარდაიცვალა – და ზემოთქმულს ვეღარავინ ვერ დაგვიდასტურებს. ქალბატონი მარინას და ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი – ლაშა ამირეჯიბი, რომელიც ელენე ბაქრაძის მიერაა გაზრდილი, დაგიდასტურებთ მინაწერის ავტორის ვინაობას და ფოტოზე გამოსახული პიროვნების ვინაობასაც.

„სამ საათში შეგროვდა საჭიროზე მეტი თანხა“ – ელენე დარიანის წიგნი ახლიდან დაიბეჭდება

ფოტო გადაღებული ანაპაში, 1928 წლის, აგვისტოში.

ანაპაში ელენე ბაქრაძესთან ერთად იყვნენ მარიჯანი და იოსებ გრიშაშვილი.

ამ ფოტოზე უკან – ცხვირზე რომ აქვს მიდებული ხელები – მარიჯანია, სხვათა შორის.
ამ ჩვენ წიგნში არის ელენეს რამდენიმე წერილი ანაპიდან, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი ეს დღეები.
წიგნშია ასევე 3 სხვა ფოტო ანაპაში გადაღებული.
მაგრამ ამისთვის ხომ წიგნია საჭირო და წიგნის წაკითხვა?

იმ ყველაფრისმცოდნეებისთვისაც იქნება წიგნი საჭირო, არგუმენტს რომ დააგდებენ ხოლმე – ვერაფერს ვერ დაწერდა ელენე ქართული არ იცოდაო. იცოდა თუ არ ნახავთ წიგნში – წიგნში 540 გვერდია და აქედან მხოლოდ 40იოდე გვერდი ეთმობა პოეზიას. დანარჩენი არის მოგონებები, ჩანაწერები, წერილები. რაც რუსულადაა დაწერილი რუსულადვეა. წარმოგიდგენიათ ესენი რომ გვეთარგმნა, რა გაყალბებაში დაგვდებნენ ბრალს?
წიგნი იკითხეთ, წიგნი – თორემ „არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ“ კარგად გვახსოვს – «Не читал, но осуждаю!»“. – წერს ლაშა ბაქრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები