LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტროს უნდა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებზე უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს: ლაშა ბაქრაძე

181
ლაშა ბაქრაძე

კულტურის სამინისტროს უნდა უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ კულტურის სამინისტროსთან განაცხადა, სადაც მის მოადგილესთან ერთად მივიდა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი მოადგილე თეა თვალავაძე სამინისტროში აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაიბარეს. ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე თავად არ მიიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

„აუდიტთან შეხვედრაზე მხოლოდ თეა თვალავაძე, ჩემი მოადგილე და ელენე ბაქრაძის წიგნის (დარიანი) რედაქტორია დაბარებული, თუმცა ვფიქრობ, რომ მეც ასევე პასუხისმგებელი ვარ, თუ უფრო მეტად არა შექმნილ პრობლემაზე. შეცდომებზე მოვიხადეთ ბოდიში და ვფიქრობ, ეს ზედმეტი ვნებათაღელვა საჭირო არ იყო. არაკოლეგიალური იყო, შეეძლოთ ჩვენთვისაც ეთქვათ, რომ ასეთი განცხადების გაკეთებას აპირებდნენ. ასეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს შეთანხმებით, ეკითხათ ჩვენთვის. როგორც ჩანს, სამინისტროს უნდა უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებზე, ეს ცხადია,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები