LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროზე: “სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა” აზრი თუ აინტერესებთ, კომენტარებს ნუ შლიან

277
Untitled design (90)

ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

„ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ყურადღებისა და ინტერესისთვის.

დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემ პასუხს სამინისტროს განცხადებაზე.

ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს მიაკუთვნეს - შეცდომის „ავტორი“ ავადაა - რას გეგმავს კულტურის სამინისტრო

ჩვენთვის ეს შეცდომა ორმაგად მტკივნეულია, რადგან ეს შეცდომა სწორედ ელენე ბაქრაძის წიგნს უკავშირდება, რომელსაც არ სწყალობს ქართული ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის მოყვარულთა ნაწილი, - წერს ბაქრაძე.

ჟურნალისტებსაც ვთხოვ ცოტა ხანი მაცალონ.

მანამდე კი სამინისტროს ვურჩევდი, რადგან „სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა“ აზრი აინტერესებთ – განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით.

რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა – მოგახსენებთ რომ კოვიდის მიუხედავად თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო“. – წერს ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს კულლტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უახლოეს პერიოდში, სამინისტრო გეგმავს ლაშა ბაქრაძესთან “საკითხის სერიოზულად განხილვას”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები