რუსული საჯარისო დანაყოფებმა ცხინვალის რეგიონში ოკუპაციის საზღვარი კიდევ 500 მეტრით გადმოსწიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლების – ბერშუეთისა და სობისის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს. ამის გამო, სოფელ ბერშუეთის მაცხოვრებლებს – ჩილინდრიშვილებსა და ხოდელებს რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობზე წვდომა შეეზღუდათ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის, განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე. წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.