LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელი ექიმები: ალექსეი ნავალნი მოწამლულია

154
Reuters

კლინიკურად დასტურდება, რომ ნავალნის სხეულში მომწამვლელი ნივთიერებებია აღმოჩენილი. ამის შესახებ ბერლინის საავადმყოფოში განაცხადეს, სადაც ამჟამად რუსი ოპოზიციონერი მკურნალობს.

გერმანელი ექიმების განცხადებით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა არა სიცოცხლისათვის საშიში.

აღნიშნულს ცოტა ხნის წინ, ტვიტერზე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის სპიკერი.

“გერმანული კლინიკის ექიმები ადასტურებენ, რომ ნავალნი მოწამლულია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით. ალექსეის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კვლავ კომაშია. პროგნოზები ჯერ არ კეთდება”.- წერს კირა იარმიში.

მოწამლული ნავალნი უგონოდაა: პუტინის მორიგი მსხვერპლი?

ნავალნი კომიდან ვერ გამოდის: ვარაუდობენ, რომ გადარჩენის შემთხვევაში მხედველობას დაკარგავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g