LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში თბილისი-დოჰას მიმართულებაზე ჩარტერული რეისები იგეგმება

227
118250051-3660956807256546-1770098310344885599-o

ყატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი სექტემბერში დოჰა-თბილისი-დოჰის მიმართულებაზე 3 ჩარტერული ავიარეისის შესრულებას განიხილავს. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ფრენები 1, 15 და 29 სექტემბერს იგეგმება, თუმცა აღნიშნული რეისები, ამ დროისათვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე სექტემბრის რეისების განრიგში შეტანილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეისებზე კომპანიას საბოლოო ნებართვა ჯერ არ აქვს.

„ავიანიუსის“ ინფორმაციითვე, დიდი ალბათობით, Qatar Airways-ის ჩარტერული რეისი, რომელიც დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე შესრულდება, იქნება მხოლოდ გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g