ყაზბეგში ყუროს მთის კლდოვანი ნაწილი ჩამოიშალა. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დირექტორი იაგო კაზალიკაშვილი აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მთის კლდოვანის ნაწილის ჩამოშლაა ასახული.
„ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა – ეოლური გამოფიტვაა“, – წერს კაზალიკაშვილი.
https://www.facebook.com/iago.kazalikashvili/posts/3208116419223603
მომხდარს ადასტურებს ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მთის ნაწილი ჩამოიშალა. ყუროს მთას ვეძახით. ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია და საშიშიც არაფერია. მოვლენა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რაიმე სხვა სახის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს”, – განაცხადა ყაზბეგის მერმა.