25 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი საგულდაგულოდ მალავდა თავის ორსულობას. დღეს კი ინტერნეტში ორსული მოდელის პირველი ფოტოები გამოჩნდა. შავ-თეთრი ფოტოები „ინსტაგრამზე“ მოდელმა თავად ატვირთა და ამით ინფორმაცია დაადასტურა.
„ვუფრთხილდები ამ მომენტებს, მადლობას გიხდით ყველას კეთილი სურვილებისთვის“ – დაწერა ჯიჯი ჰადიდმა სოციალურ ქსელში. ბავშვის მამა მოდელის ბოიფრენდი, მუსიკოსი ზეინ მალიკია.


 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 