LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა

190

საქართველო- ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრა 0:2 დასრულდა, ჩეხების სასარგებლოდ.

გადამწყვეტი მატჩი საქართველომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წააგო. ამით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის, ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

პირველი გოლი ჩეხეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში გაიტანა, ხოლო მეორე გოლი – მეორე ტაიმში.

რამდენიმე სახიფათო მომენტისა და შეტევის მიუხედავად, ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

თამაშის დროს ინციდენტიც მოხდა. ქართველმა გულშემატკივრებმა ჩვენს კარში მეორე გოლის გასვლის შემდეგ, ფეხბურთელებს ბოთლები დაუშინეს. ამის გამო თამაში 10 წუთით შეწყდა.

წაგების მიუხედავად, ქართველმა გულშემატკივრებმა ახალგაზრდული ნაკრები სტადიონიდან ოვაციებით გააცილეს.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი გამარჯვება იზეიმა, ორჯერ კი მარცხი იწვნია და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩეხეთთან: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკოლოზ მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე (თემურ ჩოგვაძე, 82), დავით სამურკასოვი (ვატო არველაძე, 67), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კოჩორაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი, 72), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი არაბიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g