LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება ადამიანს ქვეყნიდან გასვლაზე უარი დაუსაბუთებლად ეთქვას და ამ სიტუაციაში მან ვერ იდავოს სათანადოდ – ეკატერინე ციმაკურიძე

253
Eka Tsimakuridze

„დღევანდელი კანონმდებლობა არ უნდა დაემსგავსოს იმ პერიოდის კანონმდებლობას როდესაც ქვეყნიდან თავისუფლად გასვლის უფლება ადამიანებს არ ჰქონდათ“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძემ „ფორტუნას“ ეთერში იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც რომელიც შს სამინისტროს უფლებას ანიჭებს, არ გაუშვას პირი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი არ ითვალისწინებს ამ უფლების დაცვის საკმარის გარანტიებს. მისი თქმით, ცვლილებები მოქალაქეს დარღვეული უფლების ეფექტიანი აღდგენის საკმარის შესაძლებლობას არ უტოვებს.

იზღუდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლა

„საბჭოთა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, როდესაც ჩვენი კანონდებლობა არ ითვალისწინებდა არცერთ უფლებას. ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობა არ უნდა დაემსგავსოს იმ პერიოდის კანონმდებლობას, როდესაც ქვეყნიდან თავისუფლად გასვლის უფლება ადამიანებს არ ჰქონდათ. მიუხედავად ლეგიტიმური მიზნისა, მნიშვნელოვანია არაპროპორციული შეზღუდვა არ მოხდეს.

თუ კი შსს-ს წარმომადგენელი ადამიანს უარს ეტყვის ქვეყნის დატოვებაზე, არ არსებობს ეფექტური გასაჩივრების შესაძლებლობა.

ცვლილებების თანახმად, იმის გამო რომ შსს სამინიტრო თვითონ ადგენს პირობებს, ეს ქმნის რისკებს.

შეიძლება ადამიანს ქვეყნიდან გასვლაზე უარი დაუსაბუთებლად ეთქვას და ასეთ სიტუაციაში პირმა ვერ იდავოს სათანადოდ და დროულად”,-განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ თავმჯდომარე თვლის, რომ კანონმდებლობაში უნდა გასწორდეს გასაჩივრების ნაწილი, რომ იყოს ეფექტიანი და რეალური.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების საკითხს ქართველი მესაზღვრეები გადაწყვეტენ.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შს სამინისტროს უფლებას ანიჭებს, არ გაუშვას პირი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები