LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მთავარი „ავერსის“ კლინიკაა: რა შემთხვევაში დაიხურება სკოლები

4707
FORTUNA.GE (40)

კორონავირუსის ახალი შემთხვევები, ძირითადად ’’ავერსის’’ კლინიკას უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა და ყველა თანამშრომელს ტესტირება უტარდება.
ტიკარაძის თქმით, მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია.

„მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. დღეისათვის, ჩვენთვის საყურადღებო „ავერსის“ ქსელის კლინიკაა“ – აღნიშნა მინისტრმა.

 

ჯანდაცვის მინისტრმა სხვა საკითხებზეც გამახვილა ყურადღება.

 

ვარაუდია, რომ „დონას“ კლასტერი ლიკვიდირებულია

„დონას“ კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლინდა მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, კეთილსაიმედოა. ვარაუდია, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შრომის უსაფრთხოების მხრივ ბათუმში შემოწმდა 7 ობიექტი, 7-დან 2 არ ფუნქციონირებდა, 4 ვერ აკმაყოფილებდა ნორმებ., მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო მითითებული. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“.

 

საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უსაფრთხოებაზე

„ძირითადი მითითებები კვლავ არის იგივე – სოციალური დისტანცია, ჰიგიენური ნორმების დაცვა და პირბადე. ჩვენ უკვე ვმუშაობთ როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან, ასევე ცესკოსთან იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მოხდეს შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნების პირობებში არ შეექმნათ ინფექციის გავრცელების კუთხით საფრთხე და საშუალება ჰქონდეთ დისტანციის დაცვის და არჩევნებში ხმის უსაფრთხოდ მიცემის“.

 

დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება

„არაერთხელ ვეცადე განმემარტა, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან, ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას.

რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება და აღსრულდება. გაეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები და ასევე, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები. შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g