ტერორისტის საცოლემ საქორწინო საჩუქრად „კამიკაძის ქამარი“ მიიღო. განსაკუთრებული საჩუქარი ესპანელ ქალბატონს მაროკოელმა მეუღლემ აჩუქა. თუმცა, წყვილის ბედნიერება დიდ ხანს არ გაგრძელებულა და თურქეთის მთავრობამ ესპანელი სპეც ოპერაციის შედეგად დააკავა. მასთან ერთად აიყვანეს მისი მეგობარიც, რომელიც ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელზე იყო დაქორწინებული. ქალბატონები თითქმის ორი წლის განმავლობაში ტერორისტების გვერდით იმყოფებოდნენ, მათი მეუღლეები კი მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობდნენ.
თურქეთის მხარემ დაკავებულები ესპანეთს გადასცა და მათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის გაასამართლებენ. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ქალბატონი ცნობილი ჯალათის – მუჰამედ ჰამდუშის ცოლი იყო და მეუღლემ მას ფეთქებადი საჩუქრებით ხშირად ანებივრებდა ხოლმე. აღსანიშნავია, რომ წყვილს ერთი შვილი ყავს.