LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა მამაკაცი, რომელიც ტერორისტის მანქანაში შეხტა,მსხვერპლი მეტი იქნებოდა

92

ნიცაში ტერაქტის დროს გაცილებით მეტი იქნებოდა მსხვერპლი, რომ არა მამაკაცი, რომელიც ტერორისტის მანქანაში შეხტა. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი, 31 წლის მოჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელი იძულებული გახდა, მანქანის მართვისას სისწრაფე შეენელებინა, რადგან ერთ-ერთმა მამაკაცმა ტრანსპორტის კაბინაში შეხტომა შეძლო და შეეცადა, მისთვის იარაღი წაერთმია. ტერორისტმა მისი და პოლიციის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა, თუმცა მამაკაცი არ დაშავებულა.

ფრანგლი პოლიციელების თქმით, რომ არა აღნიშნული შემთხვევა, ტერორისტი მეტი მანძილის გავლას და შესაბამისად, მეტი ადამიანის დახოცვას შეძლებდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ხალხი ცდილობდა, რაც შეიძლება შორს გაქცეულიყო სატვირთო მანქანისგან, ერთ-ერთი მამაკაცი პირიქით, მანქანის კაბინაში შეხტა.

მისი იდენტიფიცირება ჟურნალისტებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები