LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხე–ასპინძის გზაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა – გავრცელებული ინფორმაციით, 23 ტონა გუდრონი დაიღვარა

199
1

დღეს ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სატვირთოს რეზერვუარიდან გუდრონი დაიღვარა – დაუზუსტებელი ცნობებით, სატვირთო მანქანის ავზიდან 23 ტონა გუდრონი დაიღვარა, მასის ნაწილი კი მტკვარში ჩავიდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი:

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარემოს დაბინძურების ფაქტზე რეაგირება გაატარეს.

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა, რამაც გამოიწვია როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება.

დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე შესაბამისი სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა)”, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო: Sknews

პოპულალურები