LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ოკუპაცია და უკრაინა-საქართველოს საერთო პრობლემები – პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა

95

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა, სადაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული ოკუპაცია და უკრაინა-საქართველოს საერთო პრობლემები იყო.

გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო ამ წუთებში უკვე გაფართოებული ფორმატის შეხვედრას მართავენ, რომლის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

„ჩვენ ვართ ერები, რომელთაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. თქვენი ვიზიტი ამ ძლიერ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს. მადლობა სტუმრობისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომლებსაც თქვენი ვიზიტის ფარგლებში მივიღებთ,“  – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორივე ქვეყანას საერთო გამოწვევა აქვს რუსეთის აგრესიის კუთხით.

„საქართველოს მიწაზე თავს, როგორც სახლში, ისე ვგრძნობ. არის მეგობრული ატმოსფერო. ჩვენი ერები იღვწიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ვიბრძვით ამ თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენი ერები რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან,“  –  განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g