LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში დაშავებული მაიკო დათიაშვილი გულშემატკივრებს მიმართავს – „დამეხმარეთ ახალი ცხოვრების დაწყებაში…“

118

თურქეთში ამობრუნებულ ავტობუსში, რომელსაც ერთ-ერთი ქართული საბავშვო ცეკვის ანსამბლი გასტროლზე მიჰყავდა, ყოფილი ტელეჟურნალისტი, მაიკო დათიაშვილიც იჯდა. სამწუხაროდ, ის ძალიან დაშავდა და ტრაბიზონის ერთ-ერთ კლინიკაში მისი ფეხის ამპუტაცია გახდა აუცილებელი.

მაიკომ ახლახან სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ყველას მადლობას უხდის, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას, ვნახულობ, მიკითხავენ თქვენს თბილ სიტყვებს… როგორ მიყვარხართ, მაძლიერებთ. ბედნიერი 26 ბავშვის დედა ვარ. დედებო, გილოცავთ შვილების დაბადებას…

ვინც მიცნობთ, იცით ჩემი ცხოვრების რეჟიმი. დამეხმარეთ ფსიქოლოგიურად, დავიწყო ახალი ცხოვრება. თქვენი ყველას სიტყვა მაძლიერებს. ვკითხულობ, მეუბნებიან თქვენს უზომო სიყვარულს… მაპატიეთ, თუ ყველას ვერ გაგეცით პასუხი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები