28 წლის პოპ-ვარსკვლავი, სელენა გომესი ამერიკული ჟურნალის, Allure-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესიაში არტისტმა Laquan Smith-ის კაბა, Michael Schmidt-ის თმის სამაგრი და Feel Noel შორტი და ტოპი მოირგო. გომესმა თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ბიპოლარული აშლილობა მქონდა, ამ დაავადების შესახებ ყველაფრის ცოდნა მსურდა, წორედ ბევრი ინფორმაციის გაგებამ მიხსნა შიშისგან“, – განაცხადა ვარსკვლავმა.
შეგახენებთ, სელენა გომესს გასულ წელს მგლურას გამო თირკმელი გადაუნერგეს, სულ ცოტა ხნის წინ კი, მომღერალმა განაცხადა, რომ მას ბიპოლარული აშლილობა აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს უფლებას არ მისცემს, რომ მის კარიერაზე ნეგატიურად იმოქმედოს.