LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაცი ვარ და გავუძლებ: ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე დუმილს არღვევს

1401
არჩილ-გაგნიძე

ახალგაზრდა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მორაგბე არჩილ გაგნიძემ „ინტერპრესნიუსს“ ინტერვიუ მისცა. გაგნიძე დარწმუნებულია, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს.

 

“გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით, მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია და ასევე წარმოვუდგინე გაურეცხავი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა იმ დღეს. ასევე გადავეცი ჩემი ტელეფონი, რომლიდანაც წაშალეს ჩემი გადაადგილების ტრაექტორია, რაც ადასტურებდა იმას, რომ მე გადავედი ხიდზე მარჯვნივ და არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ამით დამტკიცდებოდა, რომ მე არავისთვის მომიჭრია გზა და არც ხიდის ქვეშ ჩავსულვარ.

ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას.

 

მინდა საზოგადოებას მივმართო და გავაგებინო, რომ ყველაფერს, რასაც ვხედავ ამ საქმის ირგვლივ, არის სიყალბე და სიცრუე. ვხედავ როგორ ცდილობს ბრალდების მხარე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩვენი გამამართლებელი მტკიცებულებების განადგურებით და ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობით ჩამოაყალიბონ ხალხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები ცხონებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში” – აღნიშნავს არჩილ გაგნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g