LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მომავალ წელს თუ წლევანდელს შევადარებთ, წესით, უნდა აჯობოს” – რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კრიზისის შესაკავებლად

164
57297681-10157600485478287-8859677341555621888-o

“როგორც წესი, ეკონომიკურ ზრდას წინა წლის ანგარიშთან შედარებით ითვლიან, მომავალ წელს თუ წლევანდელს შევადარებთ, წესით, უნდა აჯობოს. სავარაუდოდ, ზრდა იქნება დაახლოებით ხუთ პროცენტიანი და შემდეგი წლის ბოლოს დავუბრუნდებით 2020 წლის დასაწყისის ნიშნულს ” – ასე ეხმაურება „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს 2021 წლისთვის.

ADB: საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს, 4.5%-ით დაუბრუნდება

როგორც გიორგი კეპულაძემ “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, ანგარიში ნახსენები ეკონომიკის 5-პროცენტიანი ვარდნა, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, საბანკო რეგულაციების, სოციალური პაკეტების გაფართოებისა და თუნდაც, შიდა ტურიზმის წახალისების მიუხედავად, მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, კრიზისის დასაძლევად გადასადგმელი ნაბიჯები უნდა იყოს გრძელვადიანი ეფექტის მატარებელი.

“საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სოციალური უკმაყოფილების ჩაცხრობის საშუალება. ეს იყო რაღაც სოციალური დახმარება და არა გძელვადიანი ეკონომიკური პაკეტები, რომლითაც ჩვენ გვექნება იმედი, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწორად განვითარდება გრძელვადიან პერიოდში, ამას კი ძირეული და საფუძვლიანი რეფორების გატარება სჭირდება, რომლისთვისაც აუცილებელია პოლიტიკური ნება” – აცხადებს გიორგი კეპულაძე.

რაც შეეხება კითხვას,  კონკრეტულად რა საპასუხო პოლიტიკაზეა საუბარი, კეპულაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რომელ სექტორში იყო შედარებით ნაკლები კლება ინვესტიციების.

” ეს იყო საფინანსო, სამშენებლო, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორი, რომელმაც აჩვენა, რომ ამ პანდემიის პერიოდში კი შესაძლებელია ამ დარგებში დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ ანუ იმის მიხედვით უნდა გადავდგათ ნაბიჯები, თუ რომელ სფეროებში შემოდის ინვესტიცია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ინვესტიციას კი სჭირდება კარგი ბიზნეს გარემო და კერძო საკუთრების დაცულობის განცდა, რაც კანონის გზით მიიღწევა. ამიტომ დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში ძირითადად ნაკლებად თავისუფალი და დამოუკიდებელია სასამართლო, ამ პირობებში გვაქვს შანსი გავხდეთ ერთგვარი ოაზისი რეგიონში” -აღნიშნა კეპულაძემ.

შეგახსნებეთ, აზიის განვიტარების ბანკი საქართველოში მიმდინარე წელს ეკონომიკის 5-პროცენტიან ვარდნას, ხოლო მომდევნო წელს 4.5-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g