LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამშვიდდით… გრიპების დაწყებამდე მოვითავოთ, არაა ცუდი ეხლა რომ იფეთქა” – მსახიობი საზოგადოებას მიმართავს

391
BeFunky-collage (2)

15 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 170 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, საიდანაც 124 აჭარას უკავშირდება. ბათუმის გარდა წითელი წერტილებია: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა და ცაგერი.

რაც შეეხება სექტემბრის კორონავირუსის თავისებურებებს, უმეტესი შემთხვევები შედარებით მსუბუქი სიმპტომებით, ან საერთოდ უსიმპტომოა. სპეციალისტების შეფასებით, ერთის მხრივ ეს კარგია, რადგან ინფექციის მართვა შედარებით ადვილია, თუმცა გავრცელების რისკი უფრო იზრდება. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი ეხმაურება. მეტიც საზოგადოებას რჩევებით მიმართავს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

1. ვირუსი დასუსტებულია და ლეტალობა კიდევ უფრო მცირე, ვიდრე იყო.
2. მსოფლიო ექიმები, მათ შორის ჩვენიც, ადასტურებენ, რომ უსიმპტომო დავირუსებული გადამდები არაა, სიმპტომების გამოვლენამდე.
3. პიკი სასურველია სეზონური გრიპების დაწყებამდე მოვითავოთ, თუ მოვასწრებთ, ამოტომ არაა ცუდი ეხლა რომ იფეთქა.
4. მეტი ტესტი კეთდება, სათანადოდ მეტი დასტურდება. უმეტესობა უსიმპტომოა.
5. კარანტინის დრო შემცირდა 8 დღემდე!
ამიტომ დამშვიდდით, აიმაღლეთ იმუნიტეტი, მაქსიმალურად დადებითი ემოციები მიიღეთ, ტვ-ს ნაკლებად უსმინეთ და რამე სასარგებლოთი დაკავდით-ასეთია ჩემი გულწრფელი რჩევა!- წერს ეკა ანდრონიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g