LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯაბა აღარ მყავს. ამ დღის სულ მეშინოდა” – მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

1095
BeFunky-collage - 2020-09-17T095900.030

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერლის დედა წერს.

“ამ დღის სულ მეშინოდა…..
ჯაბა აღარ მყავს…..
შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი………..
სიცოცხლე შენს გამო მინდოდა…..
ჯაბა ………….ჩემო ერთადერთო….. წერს გარდაცვლილის დედა, მანანა გვასალია.

მომღერლის გარდაცვალებას მისი მეგობრებიც ეხმაურებიან.

“იწვალა 12 წელი იწვალა ჯაბამ 12 წელი იტანჯა და ვერა. ვერ მოერია ამ წუთისოფელს ვერა იბრძოდა ბევრს ძალიან ბევრს ჩვენი ჯაბა .რატომ ღმერთო ასე რატომ მოხდა ეს უსამართლობა ღმერთო რისთვის დაუშვი ეს. გული მტკივა. ჯაბაააა რამდენი იწვალე ჯაბა რამდენი
უფალმა ნათელში გამყოფოს ჯაბა
მშვიდობის არა ნახვამდის ” – წერს ბექა მხიარულაშვილი.

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 10 წლის წინ საპატიმროდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მას შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. ჯაბას მოხუცი ბებია და დედა უვლიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g