LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 პროდუქტი ჯანსაღი სახის კანისთვის

1418

ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად ქალბატონები ჩვეულებრივ საცხებს, ნიღბებს მიმართავენ და იშვიათად ახსენდებათ, რომ ჯანმრთელ კანს არა მხოლოდ გარეგნული მოვლა, არამედ კვების სწორი რაციონის შერჩევაც სჭირდება. გთავაზობთ იმ პროდუქტის ნუსხას, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან ძვირადღირებულ საცხებსა და ლოსიონებს.

* წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ამიტომ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სუფთა წყალი ერთ-ერთი ყველაზე იაფი, თუმცა ეფექტური საშუალებაა კანის გასაწმენდად და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

* მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების ნამდვილი განძია, რომელიც კანსაც არბილებს და ჯანსაღ ფერსაც უნარჩუნებს.

* პიტნას გამაახალგაზრდავებელი, მატონიზირებელი და ანტიანთებითი ეფექტი აქვს. თუ აკნე ან არასასიამოვნო გამონაყარი გტანჯავთ გამოიყენეთ პიტნის ლოსიონი ან ტონიკი.

* ტოფუ რეკორდსმენია პროდუქტებს შორის ცილების რაოდენობით, ამიტომ თუ ცილის დიეტის მოყვარული ხართ, აუცილებლად შეიტანეთ ტოფუს ყველი საკუთარ რაციონში, კოსმეტოლოგები კი, პირველ რიგში მათ ურჩევენ ტოფუს ხშირად მირთმევას, ვისაც მუქი კანის გაღიავება უნდა.

* ზეითუნის ზეთი უნივერსალური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელსაც ხშირად „თხევად ოქროს“ ან ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებენ.

* ცილებით მდიდარი ორაგული ანთებითი პროცესების შემდეგ კანს სწრაფად აღდგენაში ეხმარება, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები კი, დიდი ხნით უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას.

* თუ ჯანმრთელ კანზე ოცნებობთ გამონაყარის გარეშე აუცილებლად შეიტანეთ რაციონში სკუმბრია.

* უძველეს რომში ფენხელი თავისუფლებისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლებოდა, თუმცა პროდუქტს არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც იყენებდნენ, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ფენხელი ანთებით პროცესებს ებრძვის და ამშვიდებს კანს. გარდა ამისა, ის მშვენიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სახის კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

* გოგრის მზესუმზირა ცინკით, Е და ომეგა 3-ის ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ პრობლემურ კანზე.

* შავი ყურძენის ძლიერი ანტიოქსიდანტები არბილებენ და ახალგაზრდობას უნარჩუნებენ სახის კანს.

* ნიორი მართლაც უებარი წამალია ინფექციისა და სხვადასხვა ვირუსების პროფილაქტიკისთვის. რა თქმა უნდა, ბოსტნეული ვერ დაგეხმარებათ გრიპისა და გაციების დაძლევაში, მაგრამ აუცილებლად დაგიცავთ ბაქტერიებისგან, მათ შორის იმ „პარაზიტებისგან“, რომლებიც სახის კანს გამონაყარით აზიანებენ.

* ვიტამინებით მდიდარი ავოკადო, რომელიც მართალია ნოყიერი, მაგრამ საკმაოდ დაბალკარიული პროდუქტია, კანს ჯანსაღი ფერის და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

* ბროკოლი უნიკალური ბოსტნეულია, რომელიც წონის დაკლებასაც უწყობს ხელს და კანსაც უნარჩუნებს ჯანსაღ ფერს.

* ჭარხალი დიდი რაოდენობით უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს შეიცავს და არა მხოლოდ წმენდს ორგანიზმს, არამედ ქოლესტერინის დონესაც ამცირებს. ბოსტნეულის მთავარი „ღირსება“ კი, მისი სასარგებლო თვისებებია, რომლებიც მოხარშვის დროსაც არ იკარგება.

* კომბოსტო დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ფოსფორს შეიცავს და განსაკუთრებით მათ გაახარებს, ვისაც მუქი კანის გაღიავება სურს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g