აშშ “ტიკ-ტოკის” აპლიკაციას ბლოკავს.
გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა უკვე მიიღო.
12 ნოემბრიდან ამერიკელებისთვის „ტიკ-ტოკის“ აპლიკაცია დაიბლოკება.
20- სექტემბრიდან დაიბლოკება ასევე აპლიკაცია,-„ვიჩეთი“.
6 აგვისტოს ტრამპმა „ტიკ-ტოკს“ აპლიკაციის ამერიკულ კომპანიაზე გასაყიდად 45 დღე მისცა. ბრძანების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში დაიბლოკებოდა.
ამასთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, აპლიკაცია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რადგან “ტიკ-ტოკის” მეშვეობით ჩინეთის მთავრობას ამერიკელი მოსახლეობის პირად ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.
