LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22-ე პაციენტი კორონავირუსით არ გარდაცვლილა: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი

435
batumi 77

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთი მათგანი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა. მეორე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ პაციენტი, რომელიც მათ კლინიკაში გარდაიცვალა, კორონავირუსით არ დაღუპულა და მას სხვა მძიმე დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტს აღენიშნებოდა ინსულტი (სისხლჩაქცევა თავის ტვინში). გარდა ამისა, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი პლევმონია, მოციმციმე არითმია. საავადმყოფოში დაუდგინდა კორონავირუსი. გარდაცვალების მიზეზი არის ის ძირითადი დაავადება, რის გამოც  კლინიკაში მოხვდა. კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში ინსულტის გამო და არა ვირუსის გამო”, – ამბობს  გია კიკაბიძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად ბევრი, 218 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g