საქართველოში კორონავირუსით 22-ე პაციენტი გარდაიცვალა.
ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის მამაკაცია.
მას თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა. ჰქონდა ინსულტი და უკიდურესად დამძიმებული იყი მისი მდგომარეობა. მამაკაცი უგონო მდგომარეობში იყო. იგი წუხელ ღამით გარდაიცვალა.
დღეს ეს მეორე შემთხვევაა, კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისში გარდაიცვალა.