LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ყველაზე სიმპათიური ცნობილი მამაკაცები დაასახელეს

241

56 წლის ჯორჯ კლუნი ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად დასახელდა. მისი სახის ნაკვთების პარამეტრები 91,89 პროცენტით დაემთხვა იდეალურს.

ამავე სამეცნიერო კვლევამ დაადგინა, რომ რაიან გოსლინგს აქვს იდეალური ცხვირი, ჰარი სტაილზს – თვალები და ნიკაპი, ხოლო დევიდ ბექჰემს – სახის ყველაზე კარგი ფორმა. რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, კლუნის შემდეგ იდეალური სახის წყობა ბრედლი კუპერსა და ბრედ პიტს აქვთ.

კოსმეტიკისა და პლასტიკური ქირურგიის ინსტიტუტის ექიმის, დე სილვას განცხადებით, კლუნი, რომელიც წლების მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და სექსუალურ მამაკაცად რჩებოდა, ამავდროულად სახის ყველაზე სიმეტრიული განლაგება აქვს.

ყველაზე სიმპათიური მამაკაცების რეიტინგში ასევე მოხვდნენ უილ სმიტი, იდრის ელბა, დევიდ ბექჰემი, ზეინ მალიკი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g