LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბარე სამხარაძე გადაცემა “სოფლის დღიურებს” გაუძღვება: პრემიერა უკვე შედგა

366
BeFunky-collage (3)

მომღერალი ბარბარე სამხარაძე, რომელიც საზოგადოებამ თავდაპირველად “ნიჭიერიდან” გაიცნო, არაერთი მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა, თან საკმაოდ წარმატებულად.

მომღერალმა ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. ბარბარეს თქმით, ინტერნეტსივრცეში საკუთარ გადაცემას გაუძღვება სახელწოდებით “სოფლის დღიურები”, სადაც საზოგადოებას სოფელში მცხოვრებლების შესახებ მოუყვება.

“დაახლოებით 2 წელი ვფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი, რომ სოფელში მაცხოვრებელ ხალხს, რომელთა აზრებიც ხშირ შემთხვევაში არავის აინტერესებს, მიმეცა მათთვის შესაძლებლობა ეთქვათ თუ რა გზა გაიარეს, რას გრძნობენ და  რა უნდათ

ველოდებოდი როდის მექნებოდა ისეთი კამერა და მიკროფონი გადაცემას, როგორიც სჭირდებოდა, მაგრამ ლოდინმა შედეგი ვერ გამოიღო.  მეც ავდექი და რაც მქონდა იმით დავიწყე ,,მოღვაწეობა” .

ასე შევქმენი გადაცემა ,,სოფლის დღიურები” რომლის პრემიერაც დღეს საღამოს შედგა.

ძალიან მინდა ვინმე ისეთი სპონსორი( თუნდაც არ იყოს კომპანია) გამომიჩნდეს, ვინც ყოველ გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს მცირედ საჩუქრებს მაინც გადასცემს, ან მათ ერთ პატარა სურვილს მაინც აასრულებს

სოფელში პატარა სიკეთესაც დიდი წონა აქვს, ვიმედოვნებ ასეთი ადამიანიც გამოჩნდება.

გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, რადგან ბევრმა გაიგოს და იქნებ ერთს მაინც მოუნდეს ამ ადამიანების საჩუქრებით გახარებ/გაბედნიერება

ეს კი ჩემი გადაცემის პირველი ეპიზოდი : https://youtu.be/KgSRxl9AE88

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g