თუკი „ავატარის“ გულშემატკივარი ხართ, თქვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საკულტო ფილმის სპინოფზე მუშაობა მრავალჯერ გადაიდო, ლეგენდარულმა რეჟისორმა, ჯეიმს კემერონმა ახალ ფილმზე მუშაობა უკვე დაასრულა.
სულ ცოტა ხნის წინ, 66 წლის რეჟისორსა და მსახიობს, არნოლდ შვარცენეგერს საინტერესო ონლაინ-ინტერვიუ ჰქონდათ, სადაც გარკვეული დეტალი გახდა ცნობილი, კემერონმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც ახალ ზელანდიაში მიმინარეობდა, დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ „ავატარის“ პირველი ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, ხოლო სპინოფის გადაღებები 2017 წელს დაიწყო. ფილმის პრემიერა 2022 წელს იგეგმება.