,,ქართული ოცნების” წევრს და მის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატს, სოზარ სუბარს, ყველაზე ლამაზი მხარდამჭერი ჰყავს. ახლახან მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სამგორის რაიონში, მას გვერდს დიზაინერი მაკა ასათიანი უმშვენებს. მოგვიანებით მაკამ ეს შეხვედრა გამოაქვეყნა ,,ინსტაგრამის” სთორიშიც.
,,ფეისბუქზე” სოზარ სუბარის ოფიციალური გვერდი კი ამგვარ ინფორმაციას ავრცელებს ზემოხსენებული შეხვედრის თაობაზე:
,,სამგორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ასე მოვხატეთ და გავაფერადეთ ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში მდებარე სკვერი. დიდი მადლობა თითოეულ ახალგაზრდას ასეთი აქტიურობისათვის ❤”