უბედური შემთხვევა მოხდა სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემთხვევით გასროლილ ტყვიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ფორტუნას” ინფორმაციით, რამდენიმე ადგილობრივი პირი სანადიროდ იყო წასული, რა დროსაც მოხდა შემთხვევითი გასროლა. შემთხვევა სოფელ მუჟავას ტყეში მოხდა.
ინფორმაცია დაადასტურა შს სამინისტრომ, სადაც განმარტეს, რომ დაწყებულია გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ცნობით დაკავებულია ერთი პირი.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.